Grower Store
ორგანული NPK სასუქი "Pro Organic"
ორგანული NPK სასუქი "Pro Organic"
ორგანული სასუქი "Pro Organic"
ორგანული, ბალანსირებული და ეფექტური საკვები დანამატია. ხელს უწყობს მცენარის ჯანმრთელი ვეგეტატიური ზრდის პროცესს, მის ყვავილობასა და დამწიფებას.
Pro Organic Grow
არის ფორმულა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მცენარის ვეგეტატიური ზრდის სტიმულირებისთვის. სპეციალურად მორგებული მცენარის კვების ფორმულა ხელს უწყობს ფესვებისა და ფოთლების ზრდა-განვითარებას. სათანადო კვების სისტემა კი უზრუნველყოფს ძლიერი საფუძვლის შექმნას ყვავილის, ნაყოფისა და თესლის წარმოქმნისთვის.
Pro Organic Bloom
აქტიურად აუმჯობესებს გარემოს მიკრობების კვებით, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს მცენარესთან ჰარმონიაში. ეს უზრუნველყოფს მცენარისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით მომარაგებას და მისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას ვეგეტატიური ზრდის პროცესში, ყვავილობისას და ნაყოფიერებისას. პრო ორგანიკ ბლუმი იდეალურია ყველა ტიპის მცენარისთვის.
ინსტრუქცია:
-
Terra Aquatica- ს ორგანული სასუქი ძალიან კონცენტრირებულია: ნიადაგში ან ჰიდროპონიკაში საკმარისია მაქსიმუმ 2 მლ/ლ წყალზე.
-
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე გახსენით წყალში, აურიეთ კარგად, და საზომი მოწყობილობა გამოყენებამდე კარგად გადაწურეთ.
-
გთხოვთ გაითვალისწინოთ: Pro Organic- ი (და ზოგადად ყველა ორგანული საკვები) უნდა დაიშალოს მიკრობებით, რათა ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს მცენარეებისთვის. ამისთვის აუცილებელია ავზს დაემატოს ბიოფილტრაციის სისტემა, განსაკუთრებით მცენარის სიცოცხლის დასაწყისში, რომელიც იმუშავებს 24/24 საათის განმავლობაში, როგორც ნარჩენების გადინების, ისე რეცირკულაციის სახით.
- შეგიძლიათ შეიძინოთ ბიოფილტრაციის სისტემები ან თავად დაამზადოთ პლასტმასის კალათა (3-დან 5 ლ-მდე). 60% კერამზიტის ქვით და 40% ქოქოსით სავსე ავზში განუწყვეტლივ უნდა გაედინებოდეს წყალი. არ ჩაუშვათ ფილტრის სისტემები ავზის ძირში, რადგან ჟანგბადის მაღალი დონე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასარგებლო მიკროორგანიზმების სწრაფი ზრდისთვის.
რეკომენდაცია:
-
TrikoLogic-თან ან TrikoLogic S-თან გამოყენებისას: სასარგებლო მიკროორგანიზმების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რათა ორგანულმა დანამატებმა ეფექტურად იმუშაოს. ისინი უზრუნველყოფენ მცენარეებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიწოდებას, ასევე მათ დაცვას და ბევრი სხვა სარგებელი მოაქვთ.
-
სასუქის გამოყენება შესაძლებელია ყველანაირ მცენარეზე და ნიადაგზე, როგორც ჰიდროპონიკაში, ასევე სხვადასხვა ნიადაგსა და გარე მებაღეობაში.
- ვარგისია გახსნიდან 12 თვე
*შენიშვნა: თუ მცენარე იზრდება გაფილტრულ წყალში, ან ქოქოსში, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კალციუმის/მაგნიუმი. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ Terra Aquatica- ს Calcium Magnesium- ის დანამატი.