გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 4

Grower.ge

მჟავიანობის ციფრული საზომი

მჟავიანობის ციფრული საზომი

Რეგულარული ფასი 30.00 GEL
Რეგულარული ფასი Გასაყიდი ფასი 30.00 GEL
სპეც.ფასი არ არის მარაგში
გადასახადი შედის.

მჟავიანობის ციფრული საზომი

ეს ციფრული მჟავიანობის საზომი კომპაქტური, ჯიბეში მოთავსებადი და მსუბუქი, თუმცა აუცილებელი ატრიბუტია ლაბორატორიული კვლევისთვის, სასმელი წყლისთვის, სახლში დამზადებული ღვინისა და ლუდისთვის, საცურაო აუზებისთვის, აკვარიუმებისთვის, ჰიდროპონიკისთვის და ა.შ. მის ინდუსტრიული მიზნებისთვის გამოყენებას დიდად არ გირჩევთ, თუმცა პატარ-პატარა ტესტებისთვის უცვლელი ნივთია. Digital pH Meter 0-დან 14-მდე ზომავს მჟავიანობას; მისი სიზუსტეა 0.01 pH. 

მჟავიანობის საზომის მოხმარების წესები

მოხსენით თავსახური და ჩართეთ საზომი ,,ON/OFF” ღილაკზე დაჭერით. 

მოათავსეთ ელექტროდი ხსნარში დასატესდად.

მსუბუქად მოურიეთ და 30 წამი დაელოდეთ, სანამ ციფრები დასტაბილურდება.

ელექტროდი გამოხდილი წყლით გარეცხეთ და მსუბუქი მოძრაობებით, ნაზად შეაშრეთ შუშის ნაწილი, სანამ ახალ თავსახურს დაუმაგრებთ.

ნივთს მოყვება ქამარზე დასამაგრებელი ჩასადები.

მისი მთავარი ფუნქციური ნაწილი ძალიან მგრძნობიარე მინის ზონდია, ამიტომ, მისი ჰაერზე გაჩერება მხოლოდ მოკლე ვადით შეიძლება. 

სატესტო სითხის ტემპერატურის დასაშვები დიაპაზონია 0°C – 60°C. 

მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ATC, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობას ტემპერატურის კომპენსაციის ფუნქცია აქვს. ეს დამატებით ზრდის საზომის სიზუსტეს. 

გაჯეტი გამოყენებისთვის მზა მდგომარეობაში იყიდება, პარამეტრებს წინასწარ უყენებენ. თუმცა, მათი გადაყენება (ინსტრუქციის დახმარებით) საკმაოდ მარტივია.

განზომილებები: 15.5 x 3.1 x 2.3cm (6.1 x 1.25 x 1 inches)

სრული დეტალების ნახვა
Your Advertisement Here

Your Advertisement Here