Grower.ge
T.A DryParts - Grow & Bloom
T.A DryParts - Grow & Bloom
Terra Aquatica-ს მინერალური ბაზის სასუქი DryPart ორი ნაწილისგან შედგება. Grow ნაწილი განკუთვნილია ვეგეტატიური ფაზისთვის და მცენარის ზრდას უწყობს ხელს. Bloom ნაწილი მცენარეების აყვავებას უწყობს ხელს. ის შეიცავს საკვები ნივთიერებების ყველაზე მაღალ კონცენტრაციას Terra Aquatica-ს სხვა პროდუქტებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შედეგს ერთად გამოყენებისას აღწევს, DryPart Grow და DryPart Bloom-ის ცალ-ცალკე გამოყენებაც შეიძლება.
გამოყენებისთვის ფხვნილი გახსენით წყალში. ორივე პროდუქტს აქვს სტაბილური pH, რაც იმას ნიშნავს, რომ სასუქის ხსნარი ინარჩუნებს იდეალურ pH-ს.
სასარგებლოა თუნდაც ყველაზე ახალგაზრდა მცენარეებისთვის, აუმჯობესებს მოსავლის რაოდენობას და ხარისხს. გამოიყენება ნებისმიერი მცენარის ტიპისთვის და ნებისმიერი ზრდის მედიაში - ნიადაგში, ქოქოსში, ჰიდროფონიკაში.
გამოყენება და დოზირება:
- კარგად აურიეთ წყალში და გამოიყენეთ სარწყავ სითხედ.
- პაკეტის გახსნის შემდეგ, შეინახეთ მშრალ, ჰერმეტულ კონტეინერში.
- საშუალო დოზა: ნიადაგისთვის - 1.1მლ/1ლ; კოკოსისთვის - 1.5მლ/1ლ; ჰიდროფონიკისთვის - 1.5მლ/1ლ.
- პროდუქტი მაღალი კონცენტრაციისაა - არ გამოიყენოთ 2 გ / 1 ლ-ზე მეტი.
იმისათვის, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი ამ ბაზის სასუქიდან, სცადეთ მისი შერწყმა General Organics-ის ხაზის დანამატებთან, როგორიცაა T. A. Fulvic, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებების ათვისებას ფულვინის მჟავების გამოყენებით. Seaweed რეკომენდირებულია, როგორც ზრდის სტიმულატორი და აყვავების აქტივატორი. თუ გჭირდებათ ნიადაგის გამაუმჯობესებელი, რომელიც მიკროორგანიზმებზეა დაფუძნებული, სცადეთ Trikologic ან Trikologic S (მათი გამოყენება ჰიდროფონიკაშიც შეიძლება). გამოიყენეთ FinalPart, მაქსიმალური მოსავლისთვის. და ბოლოს, გამოიყენეთ FlashClean, რომელიც წმენდს სუბსტრატს ნარჩენი მარილებისგან.