Grower.ge
Milwaukee EC40 EC/TDS საკვები ნივთიერებების საზომი
Milwaukee EC40 EC/TDS საკვები ნივთიერებების საზომი
Milwaukee EC40 EC/TDS საკვები ნივთიერებების საზომი ჰიდროპონიკისთვის, ნიადაგისთვის და მცენარეების კულტივაციისთვის არის განკუთვნილი. მოწყობილობა ზომავს საკვები ნივთიერებების დონეს მცენარეებში და ელექტრო გამტარობის სასურველი დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რაც ნარჩენების რაოდენობას შეამცირებს.
დიზაინი
- ზომავს გამტარობას (EC) და ხსნარში დაშლილ მყარ ნივთიერებებს (TDS) ტემპერატურის ავტომატური კომპენსაციის (ATC) მეშვეობით
- იდეალური დიაპაზონი ჰიდროპონიკისთვის (0.2-დან 4 mS/c-მდე | 2-დან 40 CF-მდე | 140-დან 2800 ppm -მდე 0.7 შკალაზე | 100 დან 2000 ppm-მდე 0.5 შკალაზე).
- ითვლის პირდაპირ mS/cm/CF/PPM-ს, არ გჭირდებათ საზომი ერთეულების გადაყვანა
- ქარხნულად დაკალიბრებული, აღარ სჭირდება დაკალიბრება.
- მაღალი სიზუსტე.
- ტემპერატურის ავტომატური კომპენსაცია (ATC)
- ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია
- ლურჯი LED გამოსახულება.
- გრაფიტის ელექტროდი ABC + PC კორპუსში.
- ბატარეის დონის მაჩვენებელი.
- დღეში დაახლ. 10 გაზომვის შემთხვევაში ბატარეა საშუალოდ 3 წელი მუშაობს.
- მოჰყვება 3 X 1.5V AA ბატარეა,
გამოყენების და შენახვის წესები
შესაძლოა, EC/TDS ელექტროდებმა საკვები ნივთიერებებისგან ნადები განავითაროს. ნადების შესამცირებლად, გარეცხეთ ზონდი წყლით ყოველი გამოყენების შემდეგ.
EC-ს TDS-ში კონვერტაცია
Milwaukee EC40, გამტარობის სხვა საზომების მსგავსად, ხსნარში მყოფი ელექტრულად დამუხტული იონების საზომია.
ხსნარში დაშლილი მყარი ნივთიერებების (TDS) გამოთვლა მემილიონედ ნაწილებში (ppm) ხდება ელექტროგამტარობით. არსებობს 500-იანი შკალა, 650-იანი შკალა და 700-იანი შკალა. თუმცა, EC40-ს ყველაფრის წამკითხველი აქვს: EC/TDS/CF
თქვენი uS/cm მაჩვენებლის TDS-ში გადაყვანა შემდეგნაირი მეთოდით ხდება:
1 uS/cm = 0.5 ppm .5 შკალაზე
1 uS/cm = 0.7 ppm .70 შკალაზე (442)
შეგახსენებთ, ჩვენი შესაბამისი პროდუქციის დახმარებით მცენარეების მოვლა საკმაოდ მარტივია