Grower.ge
სუბსტრატი - CANNA Terra Professional Plus
სუბსტრატი - CANNA Terra Professional Plus
CANNA Terra Professional Plus საუკეთესო სუბსტრატი ნებისმიერი მცენარის კულტივაციისთვის. მისი ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება canna terra-ს სასუქებთან ერთად. სპეციალურად შემუშავებულია მცენარის ოთახის პირობებში გაზრდისთვის.
თუმცა, რა თქმა უნდა, მისი გამოყენებით, გარეთაც საკმაოდ კარგი შედეგი მიიღწევა.
უპირატესობები:
- CANNA Terra Professional Plus ნიადაგი შედგება ჰაეროვანი ტორფის ხავსისგან და ხის ქერქისგან, რომლებსაც აქვთ ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებით, ხელს უწყობს ფესვების ჯანსაღ განვითარებას და სქელი ღეროების ფორმირებას.
- ასევე ხელს უწყობს, უფრო სწრაფ მეტაბოლიზმს, დაავადებების დაბალ მაჩვენებელთან ერთად, რაც უზრუნველყოფს უხვ მოსავალს.
- სუბსტრატში მჟავიანობა, pH-ი დარეგულირებულია გრძელვადიანი კონტროლისთვის, ისე რომ საკმარისი იყოს მცენარის მთელი ციკლისთვის.
- ნიადაგი ასევე გაჯერებულია მინერალური საკვებით, რომელიც უზრუნველყოფს მცენარესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების მიწოდებას საწყის დონეზე, რათა ზრდა დაიწყოს ჯანსაღად. მინერალების თანაფარდობა დაცულია ისე, რომ საუკეთესოდ ერწყმის CANNA TERRA-ს საკვებ სასუქებს.
- მისი სპეციალური სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერისა და წყლის ოპტიმალურ გადანაწილებას და მიმოსვლას.
- CANNA Terra Professional Plus შეიცავს ისეთ მიკრო ელემენტებს და ქელატებს, რომლებიც იცავს მცენარეს ზრდის დროს.
მსუბუქად, მჭიდროდ აავსეთ CANNA Terra Professional Plus-ის სუბსტრატით ქოთანი, დაასხით საკმარისი წყალი და შემდეგ მოათავსეთ თქვენი მცენარე.
მორწყვა:
ქოთნის ზომის, ზრდის პირობების და მცენარის ზრდის სტადიის მიხედვით, დაარეგულირეთ წყლის მიწოდების სიხშირე და რაოდენობა, მოცემული მცენარის საჭიროებებზე. ნორმალურ პირობებში ზრდასრული მცენარეები დღეში დაახლოებით 4-6 ლიტრ წყლს მოიხმარენ მ2-ზე. დიდი მცენარეებისთვის გამოიყენეთ მინიმუმ 5 ლიტრიანი ქოთანი ან მეტი. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო მყარი და ძლიერი იქნება ფესვი. დარწმუნდით, რომ შესაძლებელია დრენაჟირება; შესაძლოა დაგჭირდეთ ჰიდროგრანულების თხელი ფენის მოათავსება ქოთნის ძირში, რათა უკეთ მოხდეს ჰაერისა და წყლის მიმოსვლა.
CANNA Terra Professional-ის შესაფუთი მასალა 100%-ით გადამუშავებადია.
- შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას
- არ მოახვედროთ 4ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე
- ჩანთის შიგთავსი 50ლ, 25ლ.