როგორ მოვუაროთ ნერგებს

როგორ მოვუაროთ ნერგებს

თესლის გაღვივების ეტაპი შეიძლება გამომწვევი პერიოდი იყოს დამწყები მევენახეებისთვის. თუმცა ეს მარტივი რჩევები გამოუცდელ მებაღეებსაც შესძებს თავდაჯერებულობას.

 

 

ავირჩიოთი ხარისხიანი თესლი, ჩითილი და ქოთანი

როდესაც წახვალთ თესლის საყიდლად, დარწმუნდით რომ თქვნთვის სწორ ჯიშს არჩევთ. თქვნი, როგორც მებაღის გამოცდილება, ბიუჯეტი, აღჭურვილობა, გაზრდის მეთოდები, მოსალოდნელი ეფექტი და კიდევ სხვა ფაქტორები განსაზღვრავს რომელი ჯიში მოგცემთ საუკეთესო შედეგებს.

რაც შეეხება თქვენს ჩითილს, ჩვენ ყოველთვის გირჩევთ მცენარის გაზრდას განათებულ არაჩახუთულ გარემოში და ოდნავ მჟავიან ნიადაგში (PH-ის დონე 6.3-6.5). გირჩევთ, თქვენს ჩითილში გამოიყენოთ 20-50% პერლიტი, რის შედეგადაც ნიადაგი უკეთესად შეინარჩუნებს საკვებ ნივთიერებებს. რაც უფრო მეტი სასუქის მიცემას აპირებთ თქვენი მცენარისთვის, მით უფრო მეტი პერლიტი გამოიყენეთ თქვენს ჩითილში, ეს დაეხმარება ნიადაგს დრენაჟში და არ მისცემს სასუქის დაბლოკვის საშუალებას.

გახსოვდეთ, რომ არ მორწყათ თქვენი ნერგი იქამდე, სანამ მიწა ბოლომდე არ გაუშრება და მორწყეთ მხოლოდ მის გარშემო. ასევე გახსოვდეთ, რომ ის უკიდურესად მგრძნობიარეა სასუქების მიმართ, არასდროს დარგოთ ნერგი ნუტრიენტებით სავსე ნიადაგში, და არ დაიწყოთ მათი სასუქებით კვება, სანამ 3-4 ფოთოლთა სეტი არ ამოუვათ.

რაც შეეხება ქოთნის არჩევას, ჩვენ შემდეგ მიდგომებს გირჩევთ:

ქოთნები ავტოყვავილოვანი თესლებისთვის

გირჩევდით, რომ ავტოყვავილოვანი მცენარეები დარგოთ პირდაპირ იმ ქოთანში, რომელშიც აპირებთ გაზრდას. მათი მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის გამო, შეეცადეთ, რომ მცენარე თავს აარიდოთ ზედმეტ სტრესს, რაშიც გადანერგვაც იგულისხმება. ქოთნის ზომა დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე და მისი გაზრდის არეალზე, ძირითადად იყენებენ 5-15ლ ზომის ქოთნებს.

ქოთნები ფემინიზირებული თესლებისთვის

ფემინიზირებული ნერგებისთვის გადარგვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მათ სტრესისგან გამოჯანმრთელების დრო აქვთ. შეგიძლიათ, თავდაპირველად მარტივად გამაღვივებელ ქოთანში დარგოთ თესლი, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფათ. გადარგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიხვდებით რომ მცენარე დამწყებ ქოთანში ვეღარ ეტევა. გირჩევთ გადარგათ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფოთოლი გაეზრდება და ქოთნის გარშემოწირულობა მთლიანად დაიფარება.

მებაღეების უმრავლესობას პირდაპირ გადააქვს მცენარე 12 ლიტიან ქოთანში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნელნელა გაზარდოთ მისი ზომა, იმის მიხედვით თუ რა ჯიშისაა მცენარე. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ (და რეკომენდებულია), რომ რამდენჯერმე გადარგოთ თქვენი ფემინიზირებული ფოტოპერიოდული მცენარეები უფრო დიდ ქოთანში იმისათვის, რომ გამოამჟღავნოთ მათი სრული პოტენციალი, ანუ არ არის აუცილებელი ეგრევე გადარგათ უზარმაზარ ქოთანში.

მცირე შენიშვნები ქოთნებზე


დიდი არჩევანია, დაწყებული უბრალო ქოთნებიდან, დამთავრებული დახვეწილი სმარტ-ქოთნებით. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დიდი სარეველების გაზრდა იაფფასიან პლასტმასის ქოთნებში, არის რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ქოთნის არჩევისას.

  1. სადრენაჟო ხვრელები:

    დარწმუნდით, რომ ქოთანი კარგად ატარებს წყალს, იმისათვის რომ თქვენი მცენარე აარიდოთ სოკოვან პათოგენებს და ფესვების ლპობას. თუ თქვენს ქოთანს არ აქვს ნახვრეტები, მაშინ თქვენ მოგიწევთ მათი გაკეთება.

  2. აერაცია:

    მცენარის სუბსტრატის ერთ-ერთი თვისება ფესვებსა და გარემოს შორის ჰაერის მიმოცვლაა. ნაჭრის ქოთნები ფესვებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ჟანგბადი მიიღონ. ამის შედეგად თქვენი მცენარე იზრდება უფრო სწრაფად, ენერგიულად და ჯანმრთელად, და იძლევა მეტ მოსავალს.

  3. ქოთნის ზომა:

    თუ თქვენს პატარა ნერგებს მოათავსებთ დიდ ქოთნებში, შესაძლოა ზედმეტად მორწყათ ხოლმე. ნერგის ფესვები არ არის ჯერ საკმარისად დიდი რომ სუბსტრატიდან მთელი წყალი შეიწოვოს. ზედმეტმა წყალმა კი, რაც მიწაში რჩება, შესაძლოა დაალპოს ფესვები ან დასაბამი მისცეს სოკოვან დაავადებებს და მიიზიდოს პარაზიტები.

 

გამოვიყენოთ სწორი გაღვივების ტექნიკა

თესლის გაღვივებისათვის ოთხი რამ არის საჭირო: ტენიანობა, სითბო, სიბნელე და დრო. ჯანსაღი მცენარის გაზრდის უზრუნველსაყოფად, გააღვივეთ თქვენი თესლი შემდეგი ტექნიკის გამოყენებით.

  • ხელსახოცის მეთოდი:



    ფრთხილად მოათავსეთ, თქვენი თესლი, ოდნავ სველი, ტენიანი, სალფეთქის რამდენიმე ფენებს შორის, ჩადეთ ის პლასტმასის კონტეინერში და დააფარეთ თავსახური. შეინახეთ კონტეინერი თბილ, ბნელ ადგილას (20–25°C იდეალური ტემპერატურაა). თავსახურავში გააკეთეთ მცირე ხვრელი, რომ შიგნით სუფთა ჰაერი შევიდეს.

  • წყლის ჭიქის მეთოდი:



    პირდაპირ ჩაყარეთ თქვენი თესლები წყლით სავსე ჭიქაში და მოათავსეთ ის კარადაში 24-48 საათით 20–25°C ტემპერატურაზე. როგორც კი დაიწყება თესლებიდან ფესვების ამოსვლა, ისინი მზად არიან დასარგავად. თუ ფესვები 48 საათის შემდეგაც არ ამოვიდა, გადადით ხელსახოცის მეთოდზე. თუ 48 საათზე მეტ ხანს დააყოვნებთ თქვენს თესლებს წყალში, ისინი დალპებიან.

თესლი მაშინვე არის მზად დასარგავად, როგორც კი გაიბზარება და პატარა თეთრ ფესვს გამოუშვებს. გაღვივებული თესლი დარგეთ 3-5 მილიმეტრის სიღრმეზე, გამოსული ფესვით ქვემოთ. ამრიგად თქვენს ნერგს არ მოუწევს მდგომარეობის შეცვლა.

 

ავითვისოთ გაღვივების პერიოდი

ნამდვილი გამოწვევა მაშინ იწყება, როდესაც ნერგს მიწაში ათავსებთ. ისინი მყიფე ფესვებისა და ცოტაოდენი კოტილოდენის (ფოთლების პირველი ნაკრები) ამარა არიან. უმნიშვნელო სტრესულ ფაქტორებსაც კი შეუძლიათ თქვენი მცენარის სასიკვდილოდ დაზიანება. თუმცა თუ თქვენ ყურადღებით გაეცნობით მათ საჭიროებებს, გეცოდინებათ, როგორ მოახდინოთ მათი გარემოსთან ადაპტაცია და ჯანმრთელ მცენარეებად გადაქცევა.

სინათლე, ტენიანობა, ტემპერატურა

ნერგებს ძალიან სპეციფიკური მოთხოვნილებები აქვთ, როდესაც საქმე ეხება ტემპერატურას, ტენიანობასა და სინათლეს. რაიმე არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა ფატალური შედეგები გამოიწვიოს, თქვენი პატარა მცენარისთვის. საუკეთესო შედეგისთვის, ჩვენ გირჩევთ ნერგების პროპაგატორში გაზრდას, სადაც შექმნით მათთვის იდეალურ გარემოს.

  • ტემპერატურა:

    ნერგებისთვის საუკეთესო დღის ტემპერატურაა 20–25°C, ხოლო ღამის 4–5°C-ით ნაკლები. მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს სტრესს და შეაფერხებს მათ ზრდას, რაც ასეთ ადრეულ ეტაპზე შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ზედმეტი სითბოსგან გამოწვეული სტრესი გამოიხატება მშრალი ფოთლებითა და დახვეული კიდეებით. დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა, გაღიავებული ფოთლები და წითელი ან მეწამული ფერის ღეროები.

    მეორეს მხრივ, დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა გაყინოს მცენარის უჯრედები და დააქვეითოს მათი საკვები ნივთიერებების, წყლისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი. ეს გამოიწვევს ზრდის შეფერხებას და საბოლოოდ სიკვდილს, თუ დროულად არ მოგვარდება. ფოთლების ჭკნობა, ნელა ზრდა და ცუდი ტურგორი, თქვენი მცენარის გარშემო დაბალი ტემპერატურის მანიშნებელია.

  • ტენიანობა:

    სანამ ფესვები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების პროცესშია, ნერგი წყალს ოსმოსის საშუალებით იწოვს. ამ პროცესის მხარდაჭერისთვის, ძალიან მნიშვნელობანია ტენიანობის ფარდობითი დონის შენარჩუნება 65-70%-ზე.

    20%-ზე დაბალი ტენიანობის დონე საგრძნობლად შეაფერხებს თქვენი ნერგის ზრდას და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც საკვები დოფიციტის დროს ვლინდება, მაგალითად, გაყვითლებული ან დალაქავებული ფოთლები. მეორეს მხრივ, ტენიანობის დონე არ უნდა აღემატებოდეს 70%-ს. ამან შეიძლება წარმოქმნას ფოთლებზე სველი ლაქები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დალპობა, ან სოკოებისა თუ სხვა მავნებლის მიზიდვა. როდესაც მცენარე გადავა ვეგეტატიურ ფაზაში, ტენიანობის დონე შეინარჩუნეთ 50%-ზე.



  • სინათლე:

    ნერგები მგრძნობიარენი არიან სინათლის მიმართ , ამიტომ ძლიერი HID ან LED ნათურის ქვეშ მარტივად დაიწვებიან. ზრდასრული მცენარეების მსგავსად, ნერგებსაც ეწვებათ და უნაოჭდებათ ფოთლები ზედმეტი სინათლისგან. მეორეს მხრივ, არასაკმარისი სინათლის გამო, მცენარე იზრდება ძალიან თხელი და მაღალი, რის შედეგადაც ძირს ვარდება.

    საუკეთესო შედეგისთვის, ჩვენ გირჩევთ, 18/6 სინათლის ციკლს, CFL ნათურის გამოყენებით, ლურჯი სინათლის სპექტრით, პირველი 10-14 დღის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მათ გაეზრდებათ ნამდვილი, ჯანსაღი ფოთლები და 2-3 განშტოება, შეგიძლიათ გადაიყვანოთ უფრო ძლიერ HID ან LED განათებაზე, რომ დაიწყოს ვეგეტატიური ფაზა.



ბაღში გაზრდა

ის ვინც სახლის გარეთ ზრდის მცენარეს, არ შეუძლია ღილაკის დაჭერით შეცვალოს ტენიანობა ან ტემპერატურა. თუ თქვენ ბაღში ან ეზოში ზრდით მცენარეს, ნერგის მოვლის სამი ვარიანტი გაქვთ:

  1. გროუერების უმრავლესობა არჩევს ნერგების სახლში შენახვას CFL განათების ქვეშ, პირველი ორი კვირის განმავლობაში.

  2. მეორეს მხრისვ, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ნერგები გარეთ დღისით, სანამ ტემპერატურა 20–25°C-ია და ღამით, როცა აცივდება, შეიტანოთ სახლში.

  3. და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ ნერგები მუდმივად გარეთ დატოვოთ პროპაგატორში, სათბურში ან რაიმე სახის თავშესაფარში, რომ შეგეძლოთ ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება.

 


როგორ მოვრწყათ ნერგები

მცენარის მორწყვის სიხშირე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ნერგის ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ხარისხიანი და ფუმფულა ჩითილით. მისი გაზრდა რეკომენდებულია კარგი დრენაჟის მქონე ქოთანში (ნაჭრის ან ღია ქოთანი საუკეთესო არჩევანია), რომლის თავზეც, დაახლოებით 25-45 სმ მანძილზე, ჩამოკიდებული იქნება სტანდარტული CFL ნათურა.

ნათრის ტიპი, ქოთნის ზომა, ნიადაგის ზუსტი შემადგენლობა, ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა - ეს ყველა ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ხშირად უნდა მორწყათ თქვენი მცენარე. გახსოვდეთ, რომ იმის ცოდნა, თუ როდის და რამდენად უნდა მორწყათ თქვენი მცენარე, დროის შემდეგ, პრაქტიკით მოვა.

ნერგის მორწყვის საუკეთესო გზები

ნეგებს მოსწონთ თბილი და ტენიანი, მაგრამ არა სველი, პირობები. სანამ მცენარე ძალიან ახალგაზრდაა, ის წყალს ფოთლების საშუალებით იღებს, რადგან მისი ფესვები ჯერ კიდევ განუვითარებელია.

  1. რეგულარულად დაასველეთ ნერგები, დაახლოებით 3-6-ჯერ დღეში (დამოკიდებულია ტემპერატურაზე). დაფარეთ ის გუმბათის მსგავსი რამეთი, პლასტმასის ყუთით ან ცელოფნით. ეს დაეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში და გააუმჯობესებს წყლის ფოთლებით შეწოვის უნარს.

  2. არ მორწყათ ნერგები პირდაპირ ღეროსთან. ამის ნაცვლად, წყალი დაასხით მცენარის ირგვლივ, დაახლოებით 30 სმ რადიუსის წრეწირზე. ეს წაახალისებს ფესვებს, რომ გაიზარდნონ წყლის საძიებლად. ასევე ხელს შეუშლის ღეროსთან ტენის დაგროვებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მავნებლური სოკოების გამრავლებას, როგორიცაა, პითიუმი, ბოტრიტი და ფუსარიუმი.

როდის მოვრწყათ ნერგები

გახსოვდეთ! - არ არსებობს უნივერსალური მორწყვის გრაფიკი. როდის და როგორ უნდა მორწყათ თქვენი ახალგაზრდა მცენარე დამოკიდებულია ზემოთ ნახსენებ ფაქტორებზე. რეკომენდებულია, მათი მორწყვა მაშინ, როცა ნიადაგი გაშრება. ამის შესამოწმებლად, შეგიძლით დაახლოებით 2 სმ სიღრმეზე ჩაყოთ თითი მიწაში.

როდესაც ნერგების მორწყვის დრო იქნება, უმჯობესია თუ ამას იზამთ დილით ძალიან ადრე, ან სანამ ნათურებს ჩართავთ. ეს საშუალებას მისცემს თქვენს მცენარეს, წყალი დღის განმავლობაში, ანუ როცა იზრდება, მაშინ მიიღოს. გარდა ამისა, მზის ან ნათურის სითბო ააორთქლებს ნიადაგში მყოფი წყლის რაღაც ნაწილს, რაც ხელს შეუწყობს არასასურველი ბაქტერიებისა და სოკოების დაგროვებას.

რამდენად ხშირად მოვრწყათ ნერგები

ნერგის საუკეთესო მორწყვის დრო მაშინ არის, როდესაც მისი ნიადაგი გაშრება, რაც შეიძლება მოხდეს რამდენჯერმე დღეში. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა რამეზე:

  • ნიადაგის შემადგენლობა და რამდენი წყლის დაკავება შეუძლია მას.

  • ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა.

  • განათების ტიპი. CFL და LED ნათურები გასცემენ მეტ სითბოს, ვიდრე MH/HID ნათურები, რომლებიც უფრო სწრაფად აშრობენ ნიადაგს.

  • ქოთნის ზომა.

  • რამდენ წყალს აძლევთ მორწყვისას (იხილეთ ქვემოთ).

 

რამდენი წყალი უნდა მივცეთ ნერგს მორწყვისას

ისევ და ისევ, მცენარის მორწყვის, თუ ჯერ კიდევ ნერგის, უნივერსალური მორწყვის მიდგომა არ არსებობს. წყლის რაოდენობა, რაც თქვენს მცენარეს უნდა მისცეთ, დამოკიდებულია ქოთნის ზომაზე. უმეტეს შემთხვევაში, არ დაგჭირდებათ თქვენი ნერგისთვის 1-2 ჭიქაზე მეტი წყლის მიცემა.

 


როგორ ავარიდოთ თავი დალპობას

ყველას გამოგვიცდია ეს სიტუაცია, თქვენი ნერგი სრულიად ჯანსაღად გამოიყურება და უცბად მისი ფოთლები ცვენას იწყებს ან მისი ღერო იღუნება და მცენარე ქვევით ვარდება, 24 საათში (ან უფრო ნაკლებ დროში) ისინი კვდებიან.

ეს ყველაფერი გამოწვეულია სოკოებით, როგორიცაა, პითიუმი, ბოტრიტი და ფუსარიუმი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნიადაგში მიძინებულები არიან, ზედმეტმა სისველემ მათი გააქტირება შეიძლება გამოიწვიოს. ჭარბი მორწყვა და მაღალი ტენიანობა ნერგის ლპობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია.

სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როდესაც თქვენი მცენარე გამოვლენს დალპობის პირველ ნიშნებს (კოჭლი და გაუფერულებული ღერო), მის გადასარჩენად ვეღარაფერს მოვიმოქმედებთ. ჩვენ უბრალოდ გირჩევთ, ამოიღოთ დაზარალებული ნერგი ნიადაგიდან რაც შეიძლება მალე, რომ თავიდან ავიცილოთ სოკოების გამრავლება.

დალპობის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით აკონტროლეთ ტემპერეტურა და ტენიანობის დონე და თავი აარიდეთ ზედმეტ მორწყვას. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი მიწა და ქოთანი კარგად ატარებს წყალს.

და ბოლოს, პითიუმის, ბოტრიტის და ფუსარიუმის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყოველთვის გამოიყენეთ ახალი მიწა ან გაასტერილეთ, ღუმელში 85°C-ზე გამოცხობით.

 

სასუქებთან დაკავშირებული პრობელემები

ჯანსაღი მცენარე გამოიყურება მიმზიდველად და მწვანე ფერისაა. მცენარის ფოთლებზე ან ღეროზე ნებისმიერი სახის გაუფერულება შეიძლება საკვების დეფიციტის ნიშანი იყოს.

გახსოვდეთ, მცენარის თესლები სავსეა საკევბი ნივთიერებებით. ეს მას დაეხმარება წარმატებით გაიაროს ცხოვრების პირველი ეტაპი. როდესაც მას ეს საკვები გაუთავდება, დროა თქვენ დაუმატოთ მათ ნუტრიენტები სასუქების მეშვეობით, რომ წარმატებით დაძლიონ ვეგეტატიურობის და ყვავილობის ფაზებიც.

  1. ნერგის კვება:

    ნერგები ძალიან მყიფენი არიან და ადვილად იწვებიან ნუტრიენტებით მდიდარ ნიადაგში. ზოგადად ჩვენ არ გირჩევთ, მცენარის კვებას ნერგის ფაზაში. ამის ნაცვლად დააყოვნეთ თქვენი ნერგები დამწყებ ქოთნებში, სანამ ისინი მზად არ იქნებიან შემდეგ ფაზაში გადასასვლელად.

    ინტერნეტიდან ძირითადად გაიგებთ, რომ თქვენი მცენარე მზად არის ვეგეტაციისთვის ორი კვირის შემდეგ. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ჩვეულებრივ, გაღვივებიდან 3-4 კვირა სჭირდება თქვენს მცენარეს, რომ თესლში შენახული ენერგია მთლიანად გამოიყენოს. თუმცა ზოგიერთი მცენარე სხვაზე სწრაფად ვითარდება. ამიტომ, დროის მიხედვით რომ არ ვიმსჯელოთ, ჩვენ გირჩევთ, გადარგათ და გადაიყვანოთ თქვენი მცენარე ვეგეტატიურ ფაზაში იმის შემდეგ, რაც გაეზრდება მინიმუმ 3 ტოტი და 4-5 ნამდვილი ფოთლების სეტი.

  1. ვეგეტატიურ ფაზაში გადასვლა:

    მას შემდეგ, რაც გადარგავთ თქვენს მცენარეს ახალ ქოთანში, აცადეთ მას 3-7 დღე ადაპტაციისთვის. გახსოვდეთ, გადარგვა მცენარისთვის სტრესული პროცესია და მას გარკვეული დრო სჭირდება გამოსაჯანსაღებლად. თუ თქვენს მცენარეს გადანერგვიდან მალევე მისცემთ სასუქებს, ის დიდი ალბათობით ვერ აითვისებს მას. ამან შეიძლება სხვადასხვა პრობლემები გამოიწვიოს მომავალში.

    როგორც კი დარწმუნდებით, რომ თქვენი მცენარე გადანერგვისგან გამოჯანმრთელდა, დაიწყეთ მისი კვება მსუბუქი სასუქებით. მაგალითად, NPK 4:2:3 თანაფარდობით კარგი დასაწყისია ვეგეტატიური ფაზის ახალბედა მცენარეებისთვის.

  2. სასუქის დამწვრობა:

    მცენარეს ხშირად ემართება სასუქისგან გამოწვეული დამწვრობები, როდესაც ნერგებს ნაადრევად კვებავენ, ან ვეგეტატიურ ფაზაში გადასვლისას (შესაძლოა ზედმეტად ცხელ მიწაში რგავენ, ან თავიდანვე ძლიერი სასუქებით კვებავენ). დამწვრობის პირველი ნიშნებია მუქი მწვანე ფოთლები დამწვარი კიდეებით. ამის სათანადოდ არმიხედვა იწვევს ფოთლების ზემოთ აპრეხვას.

    საბედნიეროდ, განსხვავებით სხვა პრობლემებისგან, რომელბიც ამ ბლოგში ვახსენეთ, შესაძლებელია სასუქის დამწვრობის მკურნალობა. უბრალოდ შეწყვიტეთ თქვენი მცენარის კვება მინიმუმ ერთი კვირით და მორწყეთ თქვენი მცენარეები, ჩვეულებრივი PH-ის დონით დაბალანსებული წყლით. როგორც კი თქვენი მცენარე გაიზრდის უფრო ჯანსაღ და მწვანე ფოთლებს, შეგიძლიათ სასუქიც ნელ-ნელა დააბრუნოთ.

    როდესაც თქვენ იწყებთ მცენარის კვებას, ჩვენ გირჩევთ, რომ პირველი კვირის განმავლობაში მისცეთ რეკომენდებული სასუქის დონის ნახევარი. ეს აძლევს მათ ახალ დიეტასთან ადაპტაციის საშუალებას.

  3. ორგანული სასუქები:

    ჩვენ ორგანული სასუქების დიდი ფანები ვართ. არცერთი ქიმიკატური ნარევი არ შეედრება ორგანულ ნიადაგში მყოფი მიკროორგანიზმების კომპლექსურ ნარევს.

    ორგანულად ზრდისას აქცენტი თავიდანვე კეთდება ჯანსაღ ნიადაგზე და არა მისი ქიმიკატებით გაჭყეპვაზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ ორგანულად მოყვანილი მცენარეები არ იძლევა იგივე მოსავალსა და შედეგს, როგორც არაორგანული სასუქებით გაზრდილი მცენარეები.

 


როგორ ავარიდოთ თავი პარაზიტებს

პარაზიტებსა და ჭიებს ერთ დღეზე ნაკლებ დროში შეუძლიათ თქვენი მცენარის განადგურება. ამის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელონია ნიადაგი და გარემო იყოს სუფთა და შესაბამის ტემპერატურასა და ტენიანობის დონეზე. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას და წინასწარ გაეცანით ინფორმაციას სხვადასხვა მავნებლებზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, დროულად გაუმკლავდეთ მათ. ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე პარაზიტს, რომლებიც საკმაოდ ხშირია და უნდა უფრთხილდეთ:

  1. ფუნგუსის მწერი:

    ეს პატარა შავი ბუზისმაგვარი მწერები იკვებებიან თქვენი მცენარით და კვერცხებს დებენ სველ ნიადაგში.

  2. ობობისმაგვარი ტკიპა:

    შავი ან წითელი ფერის ობობისმაგვარი ტკიპები ცხოვრობენ ფოთლების ქვეშ და ხანდახან თავისი ქსელებით რთავენ მას. მათ უყვართ ცხელი და მშრალი პირობები.

  3. ფოთლის მაღაროელები:

    ეს პატარა წვრილი ფრთებიანი მწერები ჯანმრთელ ფოთლებზე ტოვებენ ლოკოკინის ბილიკის მაგვარ ლაქებს.

  4. თეთრი ჭრაქი:

    თეთრი ჭრაქი არის ობის სახეობა, რომელიც ვლინდება ფოთლებზე თეთრი ფქვილის მაგვარი ფხვნილის სახით.

  5. პითიუმი და ფუსარიუმი:

    ეს სოკოები ძნელი შესამჩნევია, მაგრამ სველ ნიადაგზე თეთრი ლაქები შესაძლოა მათი არსებობის ადრეული ნიშანი იყოს.

ნერგებს მოსწონთ თბილი და ნოტიო პირობები, სამწუხაროდ, მავნებლებსაც. სისუფთავის შენარჩუნება და ნერგების პროპაგატორში გაზრდა დაგიცავთ პარაზიტების შემოსევისგან.

 

როგორ ავარიდოთ თავი ზედმეტად გრძელ მცენარეს



ნერგი იწელება და თავს იგრძელებს იმისათვის, რომ მიუახლოვდეს სინათლის წყაროს. იმისათვის, რომ თქვენი ნერგი არაბუნებრივად გრძელი არ განვითარდეს, ისინი გაზარდეთ CFL-ის ცისფერი სპექტრის ქვეშ, დაახლოებით 5 სმ-ის დაშორებაზე. ასევე მოერიდეთ თქვენი ნერგების სიბნელეში შენახვას, გაღვივებიდან 24 საათის განმავლობაში, რადგან სინათლის ნაკლებობა თქვენს ნერგს არაბუნებრივად დაგრძელებას აიძულებს.

 

ვიცოდეთ როდის გადავრგათ ნერგი

სამწუხაროდ ნერგების გადანერგვა ზუსტი მეცნიერებებისგან შორს არის. იმის მაგივრად რომ მკაცრი კალენდარი და გრაფიკი შეიმუშაოთ, ჯობია, დააკვირდეთ თქვენს მცენარეს და ყურადღება მიაქციოთ თუ რა მინიშნებებს გაძლებთ ის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარგი წესია მათი მაშინ გადარგვა, როდესაც ფოთლები მთლიანად დაფარავს პირვანდელი ქოთნის ფართობს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ შეამოწმეთ თქვნი ნერგის ფესვები. თუ თქვენ წარმატებით ამოიღეთ მთლიანი ნერგი და თან გამოყვა მთლიანი თავისი ნიადაგი, მაშინ ის მზად არის გადასანერგად.

გახსოვდეთ, რომ ძალიან ნაზად უნდა ამოიღოთ და გადარგათ თქვენი ნერგი. მათი ფესვების ნებისმიერმა მცირე დაზიანებამ შესაძლოა ისეთი სტრესი გამოიწვიოს, რომ ასეთ ახალგაზრდა მცენარეს დიდი დრო დასჭირდეს მისგან გამოსაჯანმრთელებლად.

 

ბონუს ნაბიჯი: კარგად გავეცნოთ ნერგის ფაზას

ამ ბნელ, მაგარ გარსში, თესლი შეიცავს ყველა საჭირო გენეტიკურ ინფორმაციას, რათა გაიზარდოს უხვად აყვავილებულ მცენარედ. ტენიანობისა და სითბოს ზემოქმედებისას თესლს შეუძლია გარემოდან წყლის შთანთქმა. ეს პროცესი ცნობილია, როგორც ამბიბიცია და ის სიცოცხლის დასაბამს წამოადგენს ნებისმიერი მცენარისთვის.

როდესაც წყალი თესლში შედის, ის ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ პატარა თეთრი ფესვის ზრდას, რომელიც ამოვარდება თესლიდან სწორად გაღვივებისას. ეს ფესვი ჩადის მიწაში უფრო ღრმად, მეტი წყლის მოსაძებნად, სანამ თესლი ადის უფრო ზემოთ სინათლისთვის.

თესლი უკვე შეიცავს კოტილოდენებს (პირველ ფოთლებს) ჩანასახის სახით, რომლებიც იზრდებიან და თესლს ზემოთ ამოსვლაში ეხმარებიან. კოტილოდენების გაჩენის შემდეგ, მცენარე იწყებს ნამდვილი ფოთლების ჩამოყალიბებას. ისინი იზრდებიან მთავარი ღეროდან და აქვთ მხოლოდ ერთი თითი.

ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე, ნერგი ენერგიას მთლიანად თესლიდან იღებს. როგორც კი მისი ფოთლები განვითარდებიან, წყლის შთანთქმა მათი საშუალებითაც შეეძლება. მას შემდეგ განვითარდება ნამდვილი ფოთლების პირველი ნაკრები (ანუ ფოთლები მინიმუმ 5-7 თითით) მცენარე გადასულია უკვე ვეგეტატიურ ფაზაში და აღარ წარმოადგენს ნერგს.

გახსოვდეთ, სწრაფი ზრდა და ცოცხალი მწვანე ფოთლები ჯანსაღი ნერგის ნიშანია.

 

დაიწყეთ გაზრდა!

ახლა უკვე, როდესაც თეორიულად გაეცანით ნერგის მოვლას, დროა საქმეს შეუდგეთ. ჩვენ გირჩევთ, რომ ინვესტიცია ჩადოთ ხარისხიან დამწყებ კომპლექტში და თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს უფრო მეტი სასარგებლო რჩევისათვის.



ბლოგზე დაბრუნება