ორგანული სასუქების შესახებ

ორგანული სასუქების შესახებ

იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანსაღი და ნაყოფიერი მცენარე, არ არის საჭირო ქიმიკატების გამოყენება. ამ ორგანული სასუქებითა და სამკურნალო საშაულებებით, შეგიძლიათ ბუნებრივად გადაჭრათ ის პრობლემები, რომლებიც ამ მცენარის გაზრდასთან არის დაკავშირებული. 

 

თუ თქვენ ზრდით მცენარეს, არ არის აუცილებელი, რომ შეიძინოთ ძვირადღირებული სასუქები ან ქიმიური ინსექტიციდები. თქვენ შეგიძლიათ, მათი შემცვლელები, სახლში მოპოვებული ინგრედიენტებით დაამზადოთ. ეს დაგაზოგინებთ ფულს და გააჯანსაღებს თქვენს მცენარეს. თითოეული ეს ნაზავი შექმნილია კონკრეტული პრობლემისთვის ან დეფიციტისთვის, ასე რომ, შეგიძლიათ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალოთ მცენარეს. 



ორგანულად გაზრდის უპირატესობები:

  • არომატი/გემო:  უპირველეს ყოვლისა, ორგანული სასუქებით კვება იძლევა უკეთეს გემოს, რადგან მცენარეს ეძლევა ტერპენის სრულად განვითარების საშუალება. 

  • ჯანმრთელობა: ცხადია, რომ ყველა ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რითი ვკვებავთ ჩვენს მცენარეს, რადგანაც ის დიდი ალბათობით ჩვენს სისტემაში აღმოჩნდება. 

  • ეკოლოგიურია:  სახლში მორჩენილი ორგანული ნივთიერებების გამოყენება ნაკლები დააბინძურებს გარემოს. არ არის საჭირო ზედმეტი ნარჩენების გადაყრა, როდესაც შეგვიძლია ისინი სასარგებლოდ გამოვიყენოთ


Რაში შეიძლება ორგანული სასუქი დაგვეხმაროს:

Რაც არ უნდა გამოცდილი იყოთ, ან როგორც არ უნდა ცდილობდეთ, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ თქვენი მცენარის ზრდას რაიმემ შეუშალოს ხელი. Შეიძლება მწერი ან პარაზიტი შეესიოს, საკვების დეფიციტი გაუჩნდეს. Მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება თქვენს მიერ დამზადებული ორგანული ნაზავებით შეიძლება. 

 

 

Მავნებლების საწინააღმდეგოდ: ჭინჭირის ჩაის ნაზავი: 

თუ თქვენს მცენარეს უკვე შეესია ისეთი პარაზიტი, როგორიცა არის ობობისმაგვარი ტკიპა ან ტრიფსი, მაშინ სწრაფად უნდა იმოქმედოთ. Ნუ ინერვიულებთ, ჭინჭრის ჩაი აუცილებლად შეასრულებს თავის საქმეს. 



  • Სასარგებლო თვისებები: ესპანეთში უკვე დიდი ხანია იყენებენ ჭინჭარს, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ისეთი გავრცელებული პარაზიტების მოსაშორებლად, როგორებიც არიან: ბუგრები, ტრიფსები, ტკიპები, თეთრი ბუზები და ა.შ. Მავნებლებთან ბრძოლის გარდა, ეს ნაზავი სასუქადაც გამოდგება, ვინაიდან მასში ჭარბობს აზოტისა და სხვდასხვა მინერალების რაოდენობა. ყველაზე ეფექტური შედეგისთვის, ნაზავი ფოთლების სპრეიდ გამოიყენეთ. 

  • Როგორ დავამზადოთ: ერთი მუჭა ჭინჭარი ჩაყარეთ ერთ ლიტრა  წყალში. რამდენიმე წუთი დუღილის შემდეგ აცადეთ ჩაის, რომ გაცივდეს. Ნაზავი გადაწურეთ და მიღებული სითხე ჩაასხით სპრეი ბოთლში. Მისი გამოყენება უკვე შეგიძლიათ, გულუხვად შეასხით თქვენს კანაფს, განსაკუთრებით ფოთლებს. Საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიმეოროთ რამდენიმე დღის შემდეგ. Შემორჩენილი ჩაი შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ. 


Კალციუმის ნაკლებობა: კვერცხის ნაჭუჭის ნაზავი

კალციუმის დეფიციტი არც თუ ისე ხშირია, ვინაიდან კრანის წყალი ისედაც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს. თუმცა, რადგანაც ზოგიერთ მცენარეს ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით ესაჭროება, დეფიციტიც მოსალოდნელია. ის ძირითადად ვლინდება ფოთლებზე გამომშრალი, ყვითელი ან ყავისფერი ლაქების სახით. 

დეფიტიცი სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. Შეიძლება საკვები ნივთიერებები უბრალოდ არ იყოს ხელმისაწვდომი. Ასევე შეიძლება სხვა გარემო ფაქტორების, მაგალითად PH-ის ბრალიც იყოს. 



  • Სასარგებლო თვისებები: ბევრ მცენარეს თითქმის იმდენივე რაოდენობის კალციუმი ესაჭიროება, როგორც აზოტი. ამიტომაც ბევრი კომერციული სასუქი შეიცავს ამ ნივთიერებას. კვერცხის ნაჭუჭში არის დიდი რაოდენობით კალციუმი, ასე, რომ თუ მას მცენარის ნიადაგში დავამატებთ, ის იმოქმედებს, როგორც კალციუმის დონის დამარეგულირებელი სასუქი. 

  • Როგორ დავამზადოთ: ქვასანაყით დაფშვენით 8-10 ცალი კვერცხის ნაჭუჭი. Რაც უფრო ფხვიერი იქნება, მით უკეთესი. Შემდეგ ეს ფხვნილი გახსენით 1,5ლ წყალში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი PH-ის დამწევი (ჰიდროქლორინის მჟავა), რომ მისმა დონემ დაიწიოს 5.0-მდე. Მიღებული ნაზავი დააყოვნეთ 24 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. კვლავ გაზომეთ PH-ის დონე და საჭიროების შემთხვევაში მიიყვანეთ 6.0-მდე. Შეგიძლიათ ეს სითხე ისე როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა სასუქბთან შერევით მისცეთ თქვენს მცენარეს. 

 

 

ფესვების გამაძლიერებელი: ოსპისა და ლობიოს ნაზავი

Რადგანაც მცენარეები საკვებისა და წყლის უმეტეს ნაწილს ფესვებიდან იღებენ, ჯანსაღი ფესვთა სისტემა აუცილებელია მცენარის კეთილდღეობისთვის. ის ასევე თესლს ეხმარება გაღვივებაში. 

 

 

  • Სასარგებლო თვისებები: ოსპისა და და ლობიოს მარცვლები (წითელი და თეთრი ლობიო) შეიცავს დიდი რაოდენობით აუქსინს, მცენარეულ ჰორმონს, რაც არეგულირებს და ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდას. Სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომერციული ფესვების ჰორმონები მზადდება სინთეზური აუქსინებისგან. ეს ნაზავიც არანაკლებ შედეგს იძლება. 

  • Როგორ დავამზადოთ: 0.5-1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ ოსპისა და ლობიოს მარცვლები. დააყოვნეთ დაახლოებით ერთი დღე, აცადეთ სანამ არ დარბილდება. გადაწურვის შემდეგ წყალი არ გადაღვაროთ, ის გამოყენეთ თესლის გაღვივებისთვის. დარბილებულ მარცვლებს იქამდე მოურიეთ, სანამ სქელ პასტას არ მიიღებთ. 


Მავნებლების საწინააღმდეგოდ: ხის ნაცარი

Ძალიან ეფექტური საშუალებაა პარაზიტების საწინააღმდეგოდ. სასარგებლოა გვიანი ყვავილობის დროსაც. ის გამოდგება ყველა სახის პარაზიტისთვის. 

 

 

  • Სასარგებლო თვისებები: ხის ნაცარი არის ბუნებრივი საწამლავი პარაზიტებისთვის. ის სხვადასხვა გზით გამოიყენება. თუ მას მცენარის გარშემო მოფანტავთ, ის ფიზიკურად დააზიანებს მწერის აპიკუტიკულარული ცვლილის გარსს, რის შედეგადაც ისინი კვდებიან. ის ასევე აფერხებს მცენარიდან წამოსულ ქიმიურ სიგნალებს, რომლის საშუალებითაც პარაზიტები მას პოულობენ. და ბოლოს, თუ ნაცარს ფოთლებს წავუსვამთ, ეს ძალიან უსიამოვნო იქნება ფოთლებისჭამია ცხოველებისთვის, როგორებიც არიან, ჭიები, კალიები, ჭიაყელები და ა.შ. ამ ყველაფრის გარდა ხის ნაცარში არის დიდი რაოდენობით კალციუმი და ფოსფორი, რაც ძალიან სასარგებლოა მცენარის ყვავილობის ბოლო ეტაპზე. 

  • Როგორ დავამზადოთ: შემდეგ ჯერზე, როდესაც კოცონს დაანთებთ, შეაგროვეთ გაციებული ხის ნაცარი და შეინახეთ ის მშრალ ადგილას. Ნაცარი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მშრალად, ასევე წყალში გაზავებულიც. Მშრალად გამოყენების შემთხვევაში, უხვად მოფანტეთ ის თქვენი მცენარის გარშემო, ისე რომ ნიადაგი დაფაროს. შეგიძლიათ ფოთლებსაც წაუსვათ. თუ ნაცარს წყალში გახსნით, დააყოვნეთ ის რამდენიმე საათით და გამოიყენეთ მცენარის ყვავილობის დროს. 



უხვი მოსავალი: ყავის ნაზავი 

 

Მცენარეს სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა საკვები ნივთიერებების მოთხოვნილება აქვს. ყავის ნაზავი ხელს უწყობს მცენარის გაზრდას. Რაც უფრო დიდი და ჯანმრთელია მცენარე, მით უფრო უხვია მოსავალი. 

 

 

  • Სასარგებლო თვისებები: ყავის ნალექი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიადაგის დანამატი, რომელსაც მებაღეები იყენებენ. Მათში შედის დიდი რაოდენიბით ნუტრიენტები, მაგალითად აზოტი, რომელბიც აუცილებელია მცენარის ვეგეტატიური ფაზის დროს. გარდა ამისა ყავის ნალექი ხელს უწყობს მცენარისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას. 

  • Როგორ დავამზადოთ: ყავის ჭიქაში დარჩენილი ნალექი შეგიძლიათ პირდაპირ შეურიოთ თქვენი მცენარის ნიადაგს ან კომპოსტს. შეგიძლიათ სითხის სახითაც გამოიყენოთ. Ამისათვის, ნალექი გახსენით 1 ლიტრა წყალში და დააყოვნეთ 24 საათით. ეს ნაზავი შეგიძლიათ პირდაპირ მორწვის დროს გამოიყენოთ. 


ყვავილიანობის სტიმულატორი: ბანანის ჩაი

 

ნებისმიერ მცენარეს, ყვავილობის ეტაპზე, განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. ამ დროს მწიფდება თქვენი მცენარის კვირტები. ამიტომ, აუცილებელია, ამ პერიოდში მისი სწორად კვება. 

 

 

  • Სასარგებლო თვისებები: ყვავილობის პერიოდში მცენარისთვის აუცილებელია ამინომჟავების დიდი მარაგი. კალიუმი მცენარეს შაქრის, სახამებლისა და ნახშირწყლების ათვისებაში უწყობს ხელს. ბანანის ქერქი მცენარეს ეხმარება რთული ნახშირწყლების კონსტრუირებაში, რომლებიც სტრუქტურას აძლევენ ფოთლებს, ღეროსა და კვირტებს. კალიუმი ასევე ხელს უწყობს ცილების ბიოსითეზს, ფესვებით წყლის შეწოვას და სტომატის დამცავი უჯრედების რეგულირებას. Მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, აუცილებლად მოამზადეთ.

  • Როგორ დავამზადოთ: 1 ლიტრა წყალში მოხარშეთ 3 ცალი ბანანის ქერქი. Წყალში ასევე დაამატეთ ცოტა შაქარი, თაფლი და მელასი. Როდესაც წყალი გაცივდება, ამოიღეთ ბანანის ქერქები. Მიღებული სითხე შეგიძლით მცენარის მორწვის დროს გამოიყენოთ. 



Სამკურნალო საშუალება: კურკუმა

 

კურკუმა გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური ნივთიერებებით. ის ასევე სასარგებლოა ტვინისთვის და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. Მაგრამ, რაც მთავარია, ის ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვისაც. 

 

 

  • Სასარგებლო თვისებები: ყველასთვის ცნობილია კურკუმას სამკურნალო თვისებები. ადამიანების მსგავსად მცენარეებმაც შეიძლება ჭრილობები მიიღონ, როგორიცაა ღეროს გადატეხვა, მისი გახლეჩვა, ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანებები და სხვა. ასეთ დროს კურკუმა ხელს უწყობს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ის ასევე დაეხმარება თქვენს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან გამოჯანრთელებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფხვინილის, ასევე სპრეის სახით. Წაუსვით ან შეასხურეთ დაზიანებულ და დაავადებულ ადგილებში. 

  • Როგორ დავამზადოთ: შეგიძლიათ პირდაპირ ფხვნილის სახით გამოიყენოთ, ან დაამზადოთ სპრეი. Ამისათვის 1 ლიტრა წყალში შეურიეთ 20 გრამი კურკუმა, კარგად შეანჯღრიეთ და ისიც მზადაა!


ორგანული სამკურნალო საშუალებებისა და სასუქების უპირატესობები:

 

არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მიზანი ფულის დაზოგვაა თუ სუფთა მცენარის გაზრდა. Ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ სხვადასხვა ქიმიკატებს, ორგანული ნაზავების გამოყენებით. Როგორც უკვე ზემოთ გაეცანით, მათი გამოყენება ბევრი დანიშნულებით შეიძლება. 

 

აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანის რეცეპტში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც, დიდი ალბათობით, უკვე მოიძებნება თქვენს სამზარეულოში, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდის მათ დამზადებას და ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. ბუნებრივი და ორგანული საშუალებები უსაფრთხოა თქვენთვისაც და თქვენი მცენარისთვისაც, ეკონომიურია და რაც მთავარია, წარმატებული. 

ბლოგზე დაბრუნება